1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი იმერლიშვილის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

ჩამოტვირთვა

„გიორგი იმერლიშვილი ყოველთვის იქნება მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის მაგალითი იმის, როგორ უნდა საქმის კეთება დიდი პროფესიონალიზმით და ამავე დროს დიდი სიყვარულით,“–ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ გიორგი იმერლიშვილის სახელზე გახსნილ სამძიმრის წიგნში დატოვა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მწუხარება გამოთქვა სამშობლოზე შეყვარებული, თავდადებული პატრიოტისა და მაღალი რანგის პროფესიონალის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის კოლეგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები