1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეა წულუკიანი უკრაინაში გაემგზავრება და საქართველოს გამოცდილებას უკრაინელ კოლეგას გაუზიარებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინაში გაემგზავრება და საქართველოს გამოცდილებას უკრაინელ კოლეგას ადგილზე გაუზიარებს, - ამის შესახებ პრემიერისა და უკრაინის იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფები შეიქმნება, რომელთა მუშაობაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან. საქართველო უკრაინას ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების გამოცდილებას გაუზიარებს. დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მთავრობათაშორისი ურთიერთობებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა, რასაც უკრაინის დელეგაცია კმაყოფილებით შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდეს უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პავლო პეტრენკომ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაქსიმ ბურბაკმა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან ორმა ქვეყანამ უკვე საბოლოოდ დააფიქსირა თავისი ევროპული არჩევანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები