მსოფლიო
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტების პროტესტს პასუხობენ
2014-06-25 17:30:16
ჩამოტვირთვა
გამოცდებამდე ერთი დღით ადრე, აბიტურიენტების ნაწილსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის სადავო ხდება ქართული ენის საგამოცდო ტესტები.
აბიტურიენტების ნაწილს პრეტენზია ერთ კონკრეტულ დავალებასთან დაკავშირებით აქვს. მათი მტკიცებით, მაგალითი გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე გაართულეს, რაც მათთვის მიუღებელია.
საპირისპიროს ამტკიცებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მათი განცხადებით, შეფასების სისტემა არ შეცვლილა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება. მზადება დასულებულია. დღეს საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტებს ბოლო რეკომენდაციებს აძლევს.
კომენტარები