პოლიტიკა
უვადო პატიმრები შიმშილობას განაგრძობენ - რა კომენტარს აკეთებს სოზარ სუბარი?
2014-06-09 14:06:59
ჩამოტვირთვა
უვადო პატიმრობამისჯილ პირთა მშობლებმა და ახლობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს სოლიდარობის აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები თანადგომას უცხადებენ მოშიმშილე პატიმრებს, რომლებიც 2012 წლის ამნისტიის კანონის მათთან მიმართებაში შესაბამისობაში მოყვანას ითხოვენ.
როგორც აქციაზე მყოფმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განმარტა, 2012 წლის ამნისტიის შედეგად უვადო პატიმრებს 1/4 მოაკლდათ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი მაინც უვადო პატიმრებად ითვლებიან. ადვოკატის შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება დაცინვაა.
პატიმრების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 47 უვადო პატიმარი შიმშილობს, მათ შორის ერთ-ერმა მსჯავრდებულმა, გოგიტა მჭედლიძემ რუსთავის #6 დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად ხელი და ფეხი მიიჭედა.
ამასთან, დღევანდელ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობის სახელზე პატიმრების წერილი მიიიტანეს. მოშიმშილე პატიმრების ერთობლივი განცხადება მიმართულია საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისადმი. პატიმრები ერთობლივ განცხადებაში საკუთარ მოთხოვნებზე საუბრობენ, მათ შორის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა.
კომენტარები