მსოფლიო
რუსეთის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს
2014-05-28 17:21:11
ჩამოტვირთვა
ხმაური იყო დღეს პრეზიდენტის სასახლესთან. კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" მხარდამჭერები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთმანეთის პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობდა.
ახალგაზრდებმა, რომლებიც "ევრაზიული არჩევანის" გამოსვლას აპროტესტებდნენ, რუსეთის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს.
შეკრება რამდენიმე საათს გაგრძელდა. პრორუსულმა ძალებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოითხოვეს. მათ წერილი გიორგი მარგველაშვილს გაუგზავნეს.
კომენტარები