1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხმაური და დაპირისპირება გირგვლიანისა და მის საქმეზე ბრალდებულების ახლობლებს შორის

ჩამოტვირთვა

სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს გირგვლიანის ახლობლებსა და მის საქმეზე ბრალდებულების ახლობლებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. შესვენების გამოცხადების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გამოსულებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მანდატურის სამსახურმა ირაკლი კაკაბაძე და ბრალდებულების ახლობლები ერთმანეთის მოშორებით გაიყვანა. ამის მიუხედავად, სასამართლოს შენობის გარეთ, სადაც გირგვლიანის ახლობლები იყვნენ შეკრებილები, დაპირისპირება გაგრძელდა. სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი კაკაბაძესა და დათა ახალაიას ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს შორის მოხდა. ბრალდებულების ახლობლები და გირგვლიანის ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, რის გამოც პროცესში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო. პოლიციის თანამშრომლებმა ვითარება ნაწილობრივ განმუხტეს. გვირგვლიანის ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრი მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელიც მანდატურის სამსახურმა დააკავა. არსებული ინფორმაციით, კაჭკაჭიშვილი პოლიციას არ გადაუყვანია და სასამართლოს შენობაში იმყოფება. დაპირისპირების დროს ბრალდებულების მხარდასაჭერად მისულმა ერთ-ერთმა პირმა, რომლის ვინაობა უცნობია, სანდრო გირგვლიანის ახლობლებთან ერთად მყოფ გია კორკოტაშვილს მაისური შემოახია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები