პოლიტიკა
,,ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა“ - საქართველოს პირველად ექნება ფოტოსურათიანი საარჩევნო სია
2014-05-28 15:21:07
ჩამოტვირთვა
28 მაისს იუსტიციის სამინისტროში ამომრჩეველთა ელექტრონულ სიებში გაორებების აღმოფხვრის პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის შედეგები საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო.
„ჩვენ რამდენიმე თვეა, ვასრულებთ დანაპირებს − ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა! და 15 ივნისს საქართველოს პირველად ექნება ფოტოსურათიანი საარჩევნო სია. ეს გამორიცხავს იმას, რომ ერთმა ადამიანმა ხმა მისცეს ორ ან მეტ ადგილას. სწორედ ფოტოსურათიანი სიის შედგენის მიზნით განვახორციელეთ პროექტი, რომელიც დღეს დასრულდა", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნოდ ფოტოსურათიანი სიის მომზადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანხებით განხორციელდა და ბიუჯეტიდან პროექტისათვის არცერთი თეთრი არ დახარჯულა, ბიომეტრიული საარჩევნო სიის ღირებულება კი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი იყო.
კომენტარები