1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეა წულუკიანი საზოგადოებას აფრთხილებს და უფასო პირადობის მოწმობების აღებისკენ მოუწოდებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობის აღება 2014 წლის 1 ივნისამდე (დაჩქარებული მომსახურების საფასურის ჩათვლით) უფასო იქნება საქართველოს მოქალაქეთა ზოგიერთი კატეგორიისთვის. კერძოდ, პირადობის მოწმობა უფასო იქნება საქართველოს იმ სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი, ასევე, იმ არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც 2014 წლის 16 ივნისამდე უსრულდებათ 18 წელი, და, აგრეთვე, არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი. საქართველოს ასეთი 60 000-მდე მოქალაქე ჰყავს. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიანი სია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სიაა, რომელიც ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნით დგება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სააგენტოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები