მსოფლიო
დავით ნარმანიამ ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გამართა
2014-05-19 16:14:08
ჩამოტვირთვა
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ინფრასტრუქტურული პროექტის „ახალი გზები თბილისის განტვირთვისთვის“ პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში 3,5 კილომეტრიანი გზა გაიჭრება, რომლის მეშვეობითაც მუხრან მაჭავარიანის ქუჩა დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ვაშლიჯვარში მოძრაობას საგრძნობლად განტვირთავს. დავით ნარმანიამ პროექტი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს გააცნო. ხაზარაძის თქმით, ახალი გზის გაყვანა შესაძლებელს გახდის ლისის ტბაზე არსებულ სამშენებლო კომპლექსში ინვესტიციის გაორმაგებას.
კომენტარები