პოლიტიკა
რა ვერ გაიყო ნარმანია-მელიამ და ვინ დარჩა თამაშ გარეთ?
2014-05-15 11:52:41
ჩამოტვირთვა
ინტერნეტში,ნიკა მელიას ტაბახმელის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
14 მაისს, თბილისის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიამ ტაბახმელის მოსახლეობას „თამარობა“ მიულოცა.
შეხვედრის მიმდინარეობის დროს, მოულოდნელად დარბაზში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას ადგილობრივი კოორდინატორი შემოვიდა, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, დაეტოვებინათ დარბაზი და გასულიყვნენ დავით ნარმანიასთან შეხვედრაზე, რომელიც ზუსტად იმავე დროს მოსახლეობას გარეთ ელოდებოდა.
დარბაზში მყოფი მოსახლეობა არ დაემორჩილა კოორდინატორის მოწოდებას და დარბაზში დარჩა, რის შემდეგადაც ნარმანიამ ტაბახმელა დატოვა.
კომენტარები