მსოფლიო
ქვეყნის პირველი პირები მახათას მთაზე და პატრიარქის ქადაგება
2014-05-13 13:59:26
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში მივიდა. დღეს ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში პირველი წირვა აღევლინა. ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი დააბრძანეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხადა.
მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.
კომენტარები