პოლიტიკა
ნიკა მელიამ მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაიაფების გეგმა გააცნო
2014-05-12 16:54:02
ჩამოტვირთვა
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დღეს, დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და ის შეჩერებული ავტობუსების პარკის მშენებლობის პროექტი წარუდგინა, რომელიც დიდ დიღომში უნდა აშენებულიყო. პროექტი საკრებულოს გადაწყვეტილებით აღარ განხორციელდა, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ გამოიყო და ახალი, ევროპული სტანდარტების 400 ავტობუსზე გათვლილი პარკი, თბილისს წელს ვეღარ მოემსახურება. ნიკა მელიას თქმით, მისი მერად არჩევის შემთხვევაშიი, აღნიშნული პარკი აუცილებლად აშენდება.
თბილისის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაიაფების ის გეგმა გააცნო, რომელიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში ამოქმედდება.
კომენტარები