პოლიტიკა
მთავრობამ ვეტერანებისთვის და მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის დახმარება გამოყო
2014-05-09 15:48:03
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და მათ ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი პირადად მიულოცა. ვეტერანებთან შეხვედრაზე პრემიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად მივიდა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფაშიზმზე გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნა კაცობრიობა ფაშიზმისგან.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალზე ვეტერანთა წინაშე.
კომენტარები