მსოფლიო
ნოშრევან ნამორაძეს პატიმრობა შეეფარდა
2014-05-06 15:27:33
ჩამოტვირთვა
ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ნოშრევან ნამორაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება პროკურორმა მოითხოვა, დაცვის მხარე კი გირაოს ითხოვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკმაყოფილოა დაცვის მხარე -ადვოკატები გადაწყვეტილებას 48 საათის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. კოდუა სილამაზის სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებებით დაზარალებული ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკის რეანიმიაციულ განყოფილებაში რჩება-ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კომენტარები