1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნოშრევან ნამორაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჩამოტვირთვა

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ნოშრევან ნამორაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება პროკურორმა მოითხოვა, დაცვის მხარე კი გირაოს ითხოვდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკმაყოფილოა დაცვის მხარე -ადვოკატები გადაწყვეტილებას 48 საათის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. კოდუა სილამაზის სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებებით დაზარალებული ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკის რეანიმიაციულ განყოფილებაში რჩება-ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები