პოლიტიკა
პრემიერი მძღოლების პრობლემის მოგვარებასა და მათ დაუყონებლივ დასაქმებას მოითხოვს
2014-05-05 14:58:37
ჩამოტვირთვა
სამარშრუტო ხაზების მძღოლების პრობლემის მოგვარებასა და მათ დაუყონებლივ დასაქმებას მოითხოვს. მთავრობის მეთაურმა დღეს შეხვედრა გამართა ქვემო ქართლის გუბერნიაში, სადაც მხარის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი მღებრიშვილსა და რუსთავის მერობის მოვალეობის შემსრულებელ დავით ჯიქიას შეხვდა.
"ჩემი გუბერნიაში სტუმრობის მიზეზი არის გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს "ინტერტრანსმა". მაქვს შეკითხვა: რატომ დგას ხალხი ქუჩაში, რატომ ვერ მოახერხა კომპანიამ ხალხის დასაქმება და რატომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას? ჩემთვის ყველა კომპანია და ბიზნესი ძვირფასია, მაგრამ უპირველესი არის თითოეული ადამიანი. არც ერთი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, კეთილი ინებოს კომპანიამ და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედეთ კანონის შესაბამისად. ვიცი, რომ აღნიშნული ფაქტით შეწუხებულია მერის მოვალეობის შემსრულებელი და გუბერნატორი. მოვუწოდებ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედეთ კანონის შესაბამისად,"-მიმართა პრემიერმა გუბერნატორს და მერის მოვალეობის შემსრულებელს.
კომენტარები