1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დავით ნარმანიამ ვაკის მოსახლეობას შუქნიშნის სქემის რეკონსტრუქციის პროექტი გააცნო

ჩამოტვირთვა

კოალიცია „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დღეს ვაკის მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირისა და კავსაძის ქუჩის კვეთაზე მდებარე შუქნიშნის სქემის რეკონსტრუქციის პროექტი გააცნო, რომელიც არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქში განხორციელდება. პროექტის ავტორია შპს „საქგზამეცნიერება". პროექტის განხორციელება შესაძლებელს გახდის ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ბაგებისა და კავსაძის ქუჩიდან მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების ახალ, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მაგისტრალზე შესვლას, რაც თავისთავად ჭავჭავაძის გამზირს განტვირთავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები