პოლიტიკა
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცა - მოხდება თუ არა ტყვეების გაცვლა?
2014-04-28 13:29:55
ჩამოტვირთვა
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული ყოფილი სამხედროა. ის კასპის რაიონის ერთერთ სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
პარალელურად, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ჯგუფი უკვე ერთი საათია მსჯელობს. ჟურნალისტების, ადგილობრივი მოსახლეობის დაკავება და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი პირების გათავისუფლება განხილვის მთავარი თემებია.
ქართულმა მხარემ დღეს დაადასტურა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან რამდენჯერმე იყო შეთავაზება ტყვეების გაცვლის შესახებ. საუბარია პატიმრებზე, რომლებიც უვადო სასჯელს გორის ტერაქტის საქმის გამო იხდიან, მაგრამ ოფიციალურმა თბილისმა გარიგებაზე უარი თქვა.
კომენტარები