პოლიტიკა
ახალაია იმ დროს დააკავეს,როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა
2014-04-24 18:04:19
ჩამოტვირთვა
"მოამბის" ჟურნალისტი საბერძნეთის ქალაქ პატრასის პოლიციის იმ განყოფილებას დაუკავშირდა, რომლის თანამშრომლებმა დათა ახალაია დააკავეს.
სატელეფონო ინტერვიუში განყოფილების წარმომადგენელი კუდ-ის ყოფილი უფროსის აყვანის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ახალაია მაშინ დააკავეს, როდესაც ის, ოთარ ურუშაძის სახელით, იტალიაში გადასვლას ცდილობდა.
ბერძნული პოლიციის თანამშრომლის ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ამ დროისთვის პატრასის ციხეში წინასწარ პატიმრობაშია. ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო.
კომენტარები