მსოფლიო
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას 10-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება
2014-04-24 11:57:36
ჩამოტვირთვა
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილი იქნა 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.
მთავარმა პროკურატურამ დღეს, 24 აპრილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.
კომენტარები