1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიური ფესტივალის სამზადისზე ისაუბრა

ჩამოტვირთვა

"ჩვენ გვექნება საუკეთესო ოლიმპიური სოფელი საქართველოში,"-განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ ჯოზეფ ლიბამ "ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, თბილისი 2015 "-ის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე. სხდომა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მან კომისიის წევრებისგან საფესტივალო სამზადისის შესახებ ანგარიში მოისმინა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებს თბილისში ვიზიტისთვის და გაეცნო მათ შეფასებასა და რეკომენდაციებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. როგორც ჯოზეფ ლიბამ შეხვედრაზე განაცხადა, ეს მათი მეოთხე ვიზიტია საქართველოში და პროგრესი მზარდი და თვალსაჩინოა. მანვე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს ოლიმპიადის მზადების პროცესში აქტიური ჩართულობისა და საკოორდინაციო კომისიასთან სტაბილური თანამშრომლობისთვის. საკოორდინაციო კომისიის დამკვირვებლები მესამე დღეა თბილისში იმყოფებიან და უკვე მოინახულეს ყველა მშენებარე ობიექტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები