მსოფლიო
მძღოლმა თავის დაწვა სცადა - აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან
2014-04-03 14:57:13
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნების" ოფისთან რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია მიმდინარეობს. ისინი პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციელების ჩარევის შემდეგ, ამის გაკეთება ვერ შეძლო.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რადგან კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანია მგზავრებს საკუთარი სამარშრუტო ტაქსებით უნდა მოემსახუროს. მძღოლები გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" კახა კალაძეს სახელს უკავშირებენ.
იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, მძღოლები შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
კომენტარები