1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურა შალვა თათუხაშვილის საქმეზე ვიდეომასალას ასაჯაროებს

ჩამოტვირთვა

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. სპეციალურ ბრიფინგზე პროკურატურამ ის ვიდეომასალა გაასაჯაროვა, რომელიც გარდაცვლილის უწყებაში ვიზიტს ასახავს. საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში თათუხაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან მის მიმართ არ განხორციელებულა ზეწოლა. თათუხაშვილმა ნავთლუღის საქმეში მიცემული ჩვენებისათვის, ლიკვიდაციის საშიშროების გამო, მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა მოითხოვა. შემდეგ კი, საკუთარი გადაწყვეტილებით, უწყების მიერ დანიშნულ დაცვას გაექცა. პროკურატურის განმარტებით, მოგვიანებით თათუხაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთერთ ღამის კლუბში თანმხლებ პირთან ერთად აღმოაჩინეს, საიდანაც ისინი ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმა პროკურატურაში გადაიყვანეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ თათუხაშვილის წამების შესახებ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, რასაც მოწმობს პროკურატურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. შეგახსენებთ, რომ შალვა თათუხაშვილს 2006 წელს, ნავთლუღის სპეცოპერაციის ჩატარების დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები