მსოფლიო
სააკაშვილის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები პროკურატურასთან -დაკავებულია მელორ ვაჩნაძე
2014-03-27 13:29:15
ჩამოტვირთვა
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა კონტრაქციის მონაწილეებს - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს.რა დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს. მათ შორის სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მელორ ვაჩნაძეც . "მე მზად ვარ მომხდარზე პასუხი ვაგო", - აღნიშნა ვაჩნაძემ, რის შემდეგაც ის საპატრულო პოლიციის ავტომანქანით ერთ-ერთ სამმართველოში გადაიყვანეს.
კომენტარები