1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნადარეიშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაასაჯაროვა: - ,,იცნობდეთ ოცნების ახალ ბედუკაძეებს“

ჩამოტვირთვა

ანი ნადარეიშვილი სოციალური ქსელით კიდევ ერთ ვიდეო მასალას ასაჯაროებს: ,,თბილისის პროკურატურის გამომძიებლები დავით ძნელაშვილი და გურგენ გილაური, რომლებიც ყველა თეთრი ძაფით შეკერილ საქმეში ფიგურირებენ, ახდენდნენ მუქარას და ზეწოლას, ასევე ადამიანების გატაცებას და წამებას, რაც გამოიხატება იმ ფაქტით, რისი მოყოლაც შალვა თათუხაშვილმა მოასწრო გარდაცვალებამდე მისი ოჯახის წევრებისთვის, კერძოდ შალვა თათუხაშვილი გატაცებული ყავდათ 3 კვირის განმავლობაში, აწამებდნენ მას, აყოფინებდნენ თავს ცივ წყალში და ახდენდნენ იარაღიდან გასროლას ყურთან, ვინაიდან ამან არ გაჭრა და მისგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, შალვას მოუძებნეს სუსტი წერტილი და მას დაემუქრნენ, რომ მის მცირეწლოვან შვილს სკოლიდან მომავალს "შემთხვევით" გაიტანდა მანქანა, ხოლო მკვლელს პროკურატურა გამოუშვებდა საპროცესო გარიგებით, ასევე დაემართებოდა ნელ-ნელა მისი ოჯახის ყველა წევრს. როდესაც შალვა ცუდად გაუხდათ, იგი სასწრაფოდ დააბრუნეს სახლში, რომ ხელში არ ჩაკვდომოდათ. P.S. ეს ვიდეო გადაღებულია გოგა ონიანის სახლში მისი დაკავების დროს, იცნობდეთ ოცნების ახალ ბედუკაძეებს, "გმირებს", რომლების მხრებზეც დგას დღეს სრულიად ქართული ოცნება! " - ნათქვამია ნადარეიშვილის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები