პოლიტიკა
დათა ახალაიას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2014-03-14 12:17:13
ჩამოტვირთვა
მოსამართლე ბესიკ ბეგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გერონტი ალანიას და სოსო თოფურიძეს ბრალი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მათ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოდულის შენობაში სამი პოლიციელის ცემის ფაქტზე 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. რაც შეეხება დათა ახალაიას, ის კიდევ ერთი წაყენებულ ბრალდებაში, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, უდანაშაულოდ სცნეს.
კომენტარები