1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ გაათავისუფლა - ექსტრადიცია აღარ მოხდება

ჩამოტვირთვა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლომ უარი განაცხადა. საფრანგეთის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილს ელექტრონული სამაჯურიც მოეხსნება. დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს.საფრანგეთის სასამართლომ იგი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით იყო გათავისუფლებული. რაც შეეხება საქართველოში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი საქმე კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი ტელეკომპანია "იმედის" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები