პოლიტიკა
რამ აატირა ვანო მერაბიშვილი სასამართლო დარბაზში?
2014-01-30 17:19:02
ჩამოტვირთვა
"ჩემს გამო ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის ზეწოლას. ჩემს გამო ჩემი ოჯახის წევრები განიცდიდნენ ყოველდღიურ ზეწოლას მთელი 9 წლის განმავლობაში და ჩემდა სამწუხაროდ. ეს არ წყდება დღესაც. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ მიყვარს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და ამ სიტყვების შემდეგ ატირდა, რის გამოც მისმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ სასამართლო პროცესზე შესვენების გამოცხადება ითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის თხოვნა დააკმაყოფილა და სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
კომენტარები