1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სწორედ მაშინ ვთქვი, მომიძებნეთ ის ორი გვამი" -მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე პროცესზე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი გააკეთა. "ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია, ვინაიდან არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის ამბოხებაში ორი რუსი მრჩეველი მონაწილეობდა, კვალის დაფარვის მიზნით ისინი მოკლეს და სწორედ ამ ორ გვამს ვითხოვდი. მე ვიძლეოდი მათი პოვნის ბრძანებას. სწორედ მაშინ ვთქვი, მომიძებნეთ ის ორი გვამი. მაშინ 15 ადამიანი დააკავეს. ამ ამბის მიბმა ხელოვნურია სამი კვირის შემდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ოთანაძის დაკავებასთან", - განმარტა მერაბიშვილმა. მან ასევე პროკურატურას მოუწოდა, მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული თემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები