1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი მარგველაშვილის პრესმდივანს თავს დაესხნენ

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელს სოფო ჯაჯანაშვილს თურქეთში თავს დაესხნენ. ჯაჯანაშვილი თურქეთში საქართველოს პრეზიდენტს ახლავს. დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაცია და თავდასხმის ამსახველი ფოტოები თურქულმა მედიამ გაავრცელა. როგორც თურქული მედია იუწყება, ქალი, რომელმაც სოფო ჯაჯანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.უცნობი ქალბატონი თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან თხოვნის გადასაცემად იყო მისული და მას სასახლის მოსაცდელ დარბაზში ელოდებოდა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, თუმცა მათი განმარტებით სოფო ჯაჯანაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები