პოლიტიკა
,,მეგის ქარდავამ პატიმარი აწამა, შემდეგ კი სქესობრივი ძალადობის ინსცენირება მოუწყო"
2013-12-26 12:02:02
ჩამოტვირთვა
2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია, ხოლო შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს მეგის ქარდავას წარედგინა ბრალი დაუსწრებლად, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.
კომენტარები