1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული "

გიგი უგულავას ინფორმაციით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღური ქურდობისთვის. თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის განმარტებით საქართველოს მთავრობამ ოთარ ფარცხალაძე თანამდებობას უნდა ჩამოაშოროს, სანამ საზოგადოება მიიღებს სრულ პასუხს ამ საქმესთან დაკავშირებით. "ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა." - განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები