პოლიტიკა
,,რა ელის საქართველოსა და მოლდოვას ვილნიუსის სამიტზე ? “
2013-11-26 16:40:31
ჩამოტვირთვა
"რა ელის საქართველოსა და მოლდოვას ვილნიუსის სამიტზე", - ამ სათურით "კარნეგის ცენტრი" ჯუდი დემფსის სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ვილნიუსის სამიტამდე ევროპელ დიპლომატებს რუსეთის შემდგომ ნაბიჯებზე ილუზიები აღარ უნდა ჰქონდეთ.
მერფსის განმარტებით ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მიღწეულ წარმატებაზე შეჩერებას არ აპირებს და მას მერე, რაც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აიძულა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი ეთქვა, რუსეთის პრეზიდენტი ყურადღებას საქართველოსა და მოლდოვასკენ მიმართავს.
"საქართველო და მოლდოვა რთული არჩევანის წინაშე დგანან: ან ევროპასთან დაახლოების ერთგული უნდა დარჩნენ და რუსეთისგან მკაცრი ეკონომიკური და სავაჭრო რეაგირება მიიღონ, ან მათაც თქვან უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე", - აღნიშნავს ჯუდი დემფსი.
საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან, რომ რუსეთს შეუძლია თავისი ენერგორესურსები და უზარმაზარი ბაზრები მათ წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს, რომ ისინიც აიძულოს მის მოთხოვნებს დაემორჩილონ. ამ ქვეყნების ეკონომიკა რუსეთისგან საკმარისად დამოუკიდებელი არ არის და არც მათი ენერგორესურსების მრავალფეროვნებია იმისთვის საკმარისი, რომ რუსეთის შანტაჟს გვერდი აუარონ", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და მოლდოვასთვის მეორე ვარიანტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარია. დემფსის თქმით, მოლდოვამ და საქართველომ იციან, რომ ევროპულ კლუბში თავიანთი დიდი მეზობლის უკრაინის გარეშე, ერთობ რთული იქნება კრემლის მუქარის მოგერიება.
კომენტარები