მსოფლიო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას დღეს დატოვებს
2013-11-16 13:45:53
ჩამოტვირთვა
ანდრო ბარნოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას დღეს დატოვებს. თუმცა, მანამდე ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა განცხადებებსაც დააკმაყოფილებს, რომლებიც თანამდებობიდან მიდიან. როგორც მან გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სხვადასხვა სამსახურების უფროსები, ადმინისტრაციის თანამშრომელთა დიდი ნაწილი უფლებამოსილებას მიხეილ სააკაშვილის წინაშე მოიხსნის. თუმცა, თანამშრომელთა ერთი ნაწილი ადმინისტრაციაში რჩება და ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში მუშაობას გააგრძელებს.
კომენტარები