პოლიტიკა
გახდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების რუხი კარდინალი - Eurasianet
2013-11-05 14:28:27
ჩამოტვირთვა
"გახდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების რუხი კარდინალი", - ამ სათაურით გამოცემა „Eurasianet“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ მოლი კორსოს სტატიას აქვეყნებს.
"დღესდღეობით ძალიან ცოტა რამ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირადი გეგმების გარდა, მთავრობას საკუთარი სტრატეგია ჰქონდეს და დიდად არავინ ცდილობს იმ მოსაზრების გაფანტვას, რომ ერთადერთი, ვისაც კონტროლის სადავეები აქვს ხელთ, მილიარდერი პრემიერია. არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ამყარებს მოსაზრებას, რომ ივანიშვილი მთავარ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება უახლოეს ხანებში – პირველი სახელისუფლებო ინსტიტუტის არქონა და მეორე – თავად პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი პირადი ქონება რომელიც იმის გარანტიაა, რომ ის კვლავინდებურად გააგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ პროცესებზე", - წერს მოლი კორსო.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს რომ ღარიბაშვილის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მისი პროფესიონალური კარიერა ივანიშვილის საკუთარ ან მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობით შემოიფარგლება.
44 წლის მარგველაშვილი კი უფრო მეტად ივანიშვილის კარგი მეგობრის სტატუსითაა ცნობილი, ვიდრე თავისი 9-თვიანი განათლების მინისტრობით.
"პერსონალიებზე ასეთი ფოკუსირება ნიშნავს, რომ თუ ახალ პრემიერ-მინისტრს სუსტად ჩათვლიან, მაშინ მთელი ყურადღება მისი ხელისუფლების მოაზრებული წყაროსკენ – ამ შემთხვევაში, ივანიშვილისკენ იქნება მიმართული", - წერს მოლი კორსო.
ავტორი ასევე ციტირებს ავსტრიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, პაატა გაფრინდაშვილის კომენტარს, რომელიც განცხადებითაც ახალი პრემიერ-მინისტრისთვის მთავარი პრობლემა, შესაძლოა თავისი ლეგიტიმურობის დემონსტრირება აღმოჩნდეს.
კომენტარები