მსოფლიო
სააკაშვილისთვის ჯვარის დასმა ნაადრევია - კონსტანტინ ეგერტი
2013-11-01 14:37:48
ჩამოტვირთვა
"სააკაშვილისთვის ჯვარის დასმა ნაადრევია", - ამ სათაურით აქვეყნებს "ბიბისის" რუსული ბიურო კონსტანტინ ეგერტის ბლოგს.
სტატიის ავტორი სააკაშვილს ყველაზე წარმატებულ პოსტსაბჭოთა რეფორმატორად მოიხსენიებს და აღნიშნავს რომ ბოლო წელს სააკაშვილის ქცევა პატივისცემას იწვევს, რადგან ის დაემორჩილა კონსტიტუციას და უპირობოდ აღიარა თავისი მოკავშირეების მარცხი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე.
რაც შეეხება პრემიერ მინისტრს კონსტანტინე ეგერტი შემდეგნაირად ახასიათებს: "პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მისტიკურად გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, საკმაოდ გასაგებად მიანიშნებს, რომ მზად არის შეასრულოს ვლადიმერ პუტინის სურვილი და ფიგურალურად რომ ვთქვათ, მიართვას მას სააკაშვილის თავი".
"იყო თუ არა სააკაშვილი ნამდვილად წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე, ამას ხვალვე ვერა, მაგრამ ძალიან მალე გავიგებთ. ამის შესაფასებლად მარტივი კრიტერიუმები არსებობს: გააგრძელებს თუ არა არსებობას მიმავალი პრეზიდენტისა და მისი გუნდის რეფორმირებული სასამართლო სისტემა და პოლიცია, ანტიკორუფციული კანონმდებლობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსი? – სწორედ ამ კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს სააკაშვილის ადგილს ისტორიაში", - წერს კონსტანტინ ეგერტი.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარი, რაც მედიაში იწერებოდა იყო, რომ "მიშას ეპოქა სამუდამოდ დასრულდა", თუმცა როგორც რუსი პოლიტიკური მიმომხილველი კოლეგებს ურჩევს, უმჯობესია არასოდეს თქვან - არასოდეს.
კომენტარები