1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჩამოტვირთვა

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით თავისუფელების აღკვეთა მიესაჯა. მასთან ერთად პატიმრობა მიესაჯა დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძესა და მეგის ქარდავას, რომლებიც ამ დრომდე ძებნაში იმყოფებიან. ბაჩო ახალაიას ასევე შეეფარდა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობაზე დანიშვნის შეზღუდვა და დაეკისრა 4000 ლარიანი ჯარიმა. ამ საქმეში დაზარალებულბად ვლინდებიან ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტბი. საქმე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განიხილა, რომელსაც ბაჩო ახალაიას ადვოკატები მთავარი პროკურორის მოადგილესთან, ლაშა ნაცვლიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ სწორედ ნაცვლიშვილმა აიძულა ჩხიკვაძე, ბაჩო ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა. ასეთი მრავალ ფაქტი კიდევ გაგრძელდება მომავალი წლების განმავლობაში, რადგანაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები