მსოფლიო
საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება
2013-10-28 12:05:36
ჩამოტვირთვა
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინიუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. სახალხოდ ფიცის დადების შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს შეუწყდება უფლებამოსილება.
რაც შეეხება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას, პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ტრიბუნის წინ განლაგებულია სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი. პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელში ჩამწკრივებულია საპატიო ყარაულის კორიდორი. რუსთაველის პროსპექტზე დგანან საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები;
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების აღსანიშნავად, საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით. როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, ინაუგურაციის ცერემონია საკმაოდ მოკრძალუბული იქნება.
კომენტარები