მსოფლიო
რა დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისის 65-ე საარჩევნო უბანზე?
2013-10-27 10:17:29
ჩამოტვირთვა
ქუთაისის 65-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები დარღვევით დაიწყო. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა პირველი ამომრჩევლის მისვლამდე საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი დააფიქსირა. დამკვირვებელმა კენჭისყრის პროცესის შეჩერება მოითხოვა და მომხდარ ინციდენტზე საჩივარი დაწერა. როგორც საარჩევნო უბანზე აცხადებენ, საჭიროა დალუქული ყუთის გახსნა და იქ არსებული ყველა ბიულეტენის გაბათილება, წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო უბანს გაუქმება ემუქრება.
კომენტარები