1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბაჩო ახალაიას დაცვის მხარე მოწმის მორიგ ვიდეოაღიარებას ავრცელებს

ჩამოტვირთვა

ბაჩო ახალაიას დაცვის მხარე საქმეში არსებული მთავარი მოწმის, თემურ ტაბაღუას მორიგ ვიდეოაღიარებას ავრცელებს. ადვოკატმა გიორგი ონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩანაწერი პროკურატურაში ტაბაღუას დაკითხვის შემდეგ არის გაკეთებული. აღიარებას ტაბაღუას მამაც ესწრებოდა. დღესვე ონიანმა ჟურნალისტებს მისი გამოკითხვის ოქმიც გააცნო. ადვოკატი აცხადებს, რომ მამა ნიკოლოზს ჩვენება პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შედეგად მისცა: "მამა ნიკოლოზი პროკურატურაში მისვლის შემდგომ მოსულია ჩვენს ოფისში მამამისთან ერთად და აცხადებს, რომ პროკურატურამ ჩვენება თავად დაწერა და მას მხოლოდ ხელი მოაწერინეს. მე მსურს საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად არის ეს სამართლებრივი პროცესი, თუ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც წმინდა წყლის კალენდარს, ანუ არჩევნებს უკავშირდება“, - განაცხადა ონიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები