პოლიტიკა
„მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნესს, რომ ფეხზე დადგეს“ - პრეზიდენტი რაბათში
2013-10-19 16:05:05
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაბათის ციხეში არსებულ ერთადერთ მომუშავე ობიექტს ესტუმრა. მესხური ბრენდის ღვინის მაღაზიის მფლობელებს, გიორგი და სოფო ნათენაძეებს პრეზიდენტმა ღისრების ორდენი გადასცა. ნათენაძეები მესხური ვაზის ჯიშის მოძიებითა და სუფთა ღვინის დამზადებით არიან დაკავებულნი. პრეზიდენტმა მესხური ბრენდის ღვინო ადგილზე დააგემოვნა და მომუშავე პერსონალს მადლობა გადაუხადა ეროვნულ საქმეში შეტანილი ღვაწლის გამო.
კომენტარები