მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებს
2013-09-24 11:25:10
ჩამოტვირთვა
რუსეთისთვის დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე "თბილისის პოლიტიკური სპეკულაციები" მიუღებელია. ამ თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს ესაუბრა.
"მიმდინარეობს პროპაგანდისტული ისტერიკა ცხინვალის ხელისუფლების აბსოლუტურად კანონზომიერ ქმედებაზე, რომელიც სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ვრცელდება აშკარად ცრუ ინფორმაცია საზღვრის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადაწევასთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიცია უშუალოდ ერევა "ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციის" ორგანიზებაში, რასაც მედიასაშუალებებში ტენდენციური ასახვა მოსდევს, როგორც ეს 17 სექტემბერს დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხდა. “ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კარასინმა ლეფორთან სატელეფონო საუბრისას იმედი გამოთქვა რომ
ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოს ხელისუფლებას არ მისცემენ საშუალებას "უპასუხისმგებლო ნაბიჯების" გადადგას განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
კომენტარები