მსოფლიო
ღარიბაშვილის სიმამრის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს აღმკვეთი ღონისძიება შეუმსუბუქდებათ
2013-08-15 13:55:45
ჩამოტვირთვა
გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, აღმკვეთი ღონისძიება შეუმსუბუქდებათ, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომელმაც თამაზაშვილის საქმის გამოძიების შედეგების წარადგინა.
პროკურორის განცხადებით მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გენერალ თამაზ თამაზაშვილის განზრახ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის მონაწილეების, მათ შორის, მისი უშუალო აღმსრულებლების, პატიმრობაში მყოფი თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების - გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძის, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილის, გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ.
"შესაბამისად, დანაშაულის სრულად გახსნის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, დასახელებული პირების მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ" აღნიშნა კოკა კაციტაძემ .
"დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, თამაზ თამაზაშვილისათვის დანაშაულის დაბრალების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების "ჩადების" ოპერაციის ორგანიზებასა და ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, მათ შორის, მისი სატელეფონო საუბრების უკანონო მიყურადებაში ჩართული იყვნენ ამჟამად ბრალდებულები: ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, გიორგი ხიზანიშვილი, ირაკლი ქოპილაშვილი, აგრეთვე, კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დანაყოფის უფროსი, ზურაბ ლალიაშვილი", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
პორკურატურის ინფორმაციით, "ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე გასამართლებული თამაზ თამაზაშვილი სასჯელს იხდიდა 1 წლის განმავლობაში იგი პატიმრობიდან, გათავისუფლდა 2012 წლის ოქტომბერში"
კომენტარები