მსოფლიო
რატომ არ აპირებს ამ ეტაპზე ივანიშვილი პუტინთან შეხვედრას?
2013-08-06 13:05:09
ჩამოტვირთვა
„ახლა შეხვედრისთვის საფუძველი არ არსებობს, ამას სჭირდება დრო, თუმცა ჩვენი მხრიდან ამის მზაობა და სურვილი არსებობს“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროსთან გააკეთა. მისი თქმით პუტინთან შეხვედრა არც ძალიან შორი პერსპექტივაა თუმცა არც ძალიან ახლო. რაც შეეხება რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამას ხანგძლივი დრო დასჭირდება, თუმცა ამას საქართველო მაინც მოახერხებს. „მე ვფიქრობ, რომ ამ მოკლე დროში რუსეთთან ურთიერთობაში მეტს მივაღწიეთ და აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობები. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ იქნება მუდმივი ავია რეისების აღდგენა და შესაძლოა, გამარტივდეს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი ან საერთოდ გაუქმდეს ის“ - განაცხადა იავნიშვილმა.
კომენტარები