პოლიტიკა
შაშკინი პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
2013-07-27 12:45:22
ჩამოტვირთვა
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური და წარმატებული იარაღი პროფესიული განათლებაა. ის აკადემიურ განათლებასთან შედარებით, უფრო მოქნილია და ახალგაზრდას შესაძლებლობას აძლევს, მოკლე პერიოდში აითვისოს პროფესია და დასაქმდეს. 2011-2012 წლებში საქართველოში პროფესიული განათლების ფუნდამენტური რეფორმა გატარდა. მთავრობამ მოაწესრიგა პროფ.სასწავლებლების ინფრასტრუქტურის 80%, დაინერგა ევროკავშირის სტანდარტები და, რაც მთავარია, შეიცვალა დაფინანსების სისტემა.
Lump sum დაფინანსებიდან სისტემა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა. მხოლოდ 2012 წლის 6 თვეში ჩვენმა 7000-მა მოქალაქემ მიიღო 1000 ლარიანი პროფესიული განათლების ვაუჩერი და დაიწყო ახალი პროფესიის ათვისება.
სამწუხაროდ, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პროფესიული განათლების არცერთი ვაუჩერი არ გაცემულა.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა, უარი თქვას ვაუჩერული დაფინანსების სისტემაზე და დაუბრუნდეს Lump Sum-ებს.
ჩვენ, „რეფორმატორთა კლუბი“, მივიჩნევთ, რომ არ უნდა დაინგრეს წარმატებული, სტუდენტზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემა. პირიქით, ის უნდა გაფართოვდეს და ჩვენს მეტ მოქალაქეს მიეცეს საშუალება აითვისოს ახალი პროფესია და მარტივად დასაქმდეს.“ აღნიშნულია განცხადებაში
კომენტარები