მსოფლიო
მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან მოხსნეს
2013-07-19 14:26:17
ჩამოტვირთვა
რამდენიმე წუთის წინ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მამუკა ახვლედიანი გადააყენეს.
სხომას, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წევრი არ ესწრებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ინტერფრაქციულმა ჯგუფმა 25 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.
თბილისის საკრებულოში, რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გარდა კომისიების ხელმძღვანელების გადაყენების საკითხს დააყენებენ. სხდომა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ფრაქციათა, დღევანდელი უმრავლესობის გადაწყვეტილებით ტარდება და მათ უმცირესობის, "ნაციონალური მოძრაობის" წინადადება კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინეს.
კომენტარები