2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას გამოეხმაურა

ჩამოტვირთვა

პუტინის რეჟიმის მიერ კორუფციასთან და თაღლითობასთან მთავარი მებრძოლის თაღლითობის ბრალდებით გასამართლება დღევანდელი ოფიციალური რუსეთის ცინიზმის კლასიკური გამოვლინებაა, თუმცა ეს არათუ ვერ ჩაკლავს რუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, არამედ - კიდევ უფრო გაამძაფრებს მას. რუსეთის დღევანდელი არადემოკრატიული მმართველობა, ქვეყნის შინ თუ გარეთ შანტაჟისა და დაშინების მეთოდების გამოყენება ის ძირითადი ფაქტორებია, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ რუსეთის განვითარებას, არამედ ანგრევს ნდობას რუსეთის მიმართ და რუსეთს უკიდურესად არაკომფორტულ პარტნიორად აქცევს. კიდევ ერთხელ, დიდ შეშფოთებას გამოვხატავ ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის უსამართლო დაპატიმრების გამო და გამოვთქვამ რწმენას, რომ ხალხის ძალისხმებით საბოლოოდ მაინც თავისუფლება და პროგრესი იზეიმებს როგორც რუსეთში, ასევე - მთლიანად ჩვენს დიდ რეგიონში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები