პოლიტიკა
თენგიზ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
2013-07-12 18:12:25
ჩამოტვირთვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, თენგიზ გუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თენგიზ გუნავა დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში – ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. ხოლო ბრალდების მესამე ეპიზოდით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ეხება და გულისხმობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ გუნავა აღნიშნულ ეპიზოდში უდანაშაულოა.
რაც შეეხება ბრალდების ორ ეპიზოდს, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამინისტიის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი 4 წლამდე შემცირდება. თენგიზ გუნავა განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანე.
კომენტარები