მსოფლიო
ევროპა ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია :ივანიშვილი
2013-07-12 12:13:00
ჩამოტვირთვა
ევროპა ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია და ვერც ერთი თაობა და პოლიტიკური ძალა ვერ მიიწერს მას განსაკუთრებულ დამსახურებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე სახელწოდებით - "საქართველოს ევროპული გზა" განაცხადა.მისივე განმარტებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის გზით სიარულს აგრძელებს.მისივე განმარტებით, დასავლეთში საქართველოს მარტო ის კი არ ხიბლავს, რომ მან მშვიდობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწია, არამედ ის, რომ მისთვის მთავარი ღირებულება გახდა თავისუფალი ადამიანი.
კომენტარები