მსოფლიო
საკრებულოს წევრმა დავით წერეთელმა დაკითხვის შემდეგ „ნაციონალები“ დატოვა
2013-07-04 14:39:19
ჩამოტვირთვა
5 საათის განმავლობაში კითხავდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით წერეთელს.
დაკითხვიდან გამოსულმა წერეთელმა დეტალების დაკონკრეტებისგან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავა, თუმცა განმარტა, რომ მისი დაკითხვა "თბილსერვისის" საქმეს არ უკავშირდება და კითხვები გამოძიებას მის პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა. ამის შემდეგ დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ მან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით წერეთლის ოფიციალური განცხადება უკვე შევიდა ფრაქციაში.
კომენტარები